ფეხბურთი

1:37 | 6.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

სპალეტი: "დე ლაურენტისმა ამ თემაზე ჩემთან უნდა ილაპარაკოს და არა ჟურნალისტებთან"

„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ აურელიო დე ლაურენტისზე ისაუბრა, რასაც იტალიაში გამოხმაურება მოჰყვა.

აურელიო დე ლაურენტისმა თქვა, რომ ახლა მიზანი ჩემპიონთა ლიგის მოგებაა, რაც სპალეტის არ მოეწონა და უპასუხა, რომ ის ყოველთვის მაღალ მიზნებს ისახავს, მაგრამ საბოლოოდ, პასუხისმგებლობას გაურბის. ლუჩანოს არც ის მოეწონა, რომ პრეზიდენტმა მის კონტრაქტზე მედიასთან ისაუბრა, მასთან კი პირადად ჯერ ამ თემაზე არ ულაპარაკია.

„როდესაც კლუბში მივედი, ვთქვი, რომ სკუდეტოსთვის ვიბრძოლებდით. გასულ სეზონში იყო მომენტი, როცა ტიტულისთვის ბრძოლაში ვიყავით და ვთქვი, რომ ამას შევძლებდით. წელს თქვენ მეუბნებით, რომ არ მჯეროდა ჩემპიონობის, განსხვავებით დე ლაურენტისისგან, რომელმაც ეს თავიდანვე თქვა. ახლა ის ამბობს, რომ ჩემპიონთა ლიგის მოგება სურს და თუ ეს მოხდება, იტყვით, რომ მას სჯეროდა და მე - არა. ის მუდამ მწვერვალს უმიზნებს და შემდეგ თვითონ ფეხზე დგება, ასე ძალიან მარტივია.

ჰკითხეთ გუნდს, რა ვთქვი ამ სეზონის პირველ გუნდურ შეხვედრაზე. გასულ სეზონში „ემპოლისთან“ თამაშის შემდეგ მაკრიტიკებდნენ, ჩემი გუნდიდან გაშვება უნდოდათ, არ გახსოვთ? ამიტომ, მიმდინარე სეზონში მხოლოდ ერთი გზა გვქონდა: მოგება და ამას ყოველთვის ვეუბნებოდი ფეხბურთელებს, მაშინ, როცა არავის სჯეროდა, რომ ოთხეულში მაინც თუ გავიდოდით.

დე ლაურენტისმა თქვა, რომ ჩემი დარჩენა სურს? პრეზიდენტმა ეს მე უნდა მითხრას და არა თქვენ, მე უნდა მელაპარაკოს“, - თქვა სპალეტიმ.

შეგახსენებთ, რომ ლუჩანო სპალეტი „ნაპოლის“ 2021 წლიდან ავარჯიშებს. ის ყველაზე ასაკოვანი მწვრთნელი გახდა, რომელმაც სკუდეტო მოიგო.

0.11453