„ნაპოლის“ პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა სკუდეტოს მოგების შემდეგ იტალიურ მედიასთან კიდევ ერთხელ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, ნეაპოლში ზეიმი დიდხანს არ დასრულდება, ხოლო ვიქტორ ოსიმენს არ გაყიდის.
„სპალეტი ლეგენდაა, რომლის გადაბირება სულ მცირე 10 წლის განმავლობაში მინდოდა და ბოლოს მოვახერხე მისი ჩამოყვანა. ახლა მინდა, რომ გამარჯვებების ციკლი გახსნას. ახალი კონტრაქტი? გამოვიყენე ვარიანტი, რაც მქონდა, ახლა პატივი უნდა ვცეთ იმას, რაც ხელშეკრულებით არის დადგენილი.
ლუჩანომ თქვა, რომ შეუყვარდა ნეაპოლი, ეს მისი პირველი ჩემპიონობაა რუსეთში გამარჯვების შემდეგ. ახლა გმირია, ისტორიაში შევიდა და კარგია, რომ ამ მომენტით ტკბება. ზეიმი? ნეაპოლელები სულ მცირე ერთი თვეა უკვე ზეიმობენ, თითქმის ჩვევად გვექცა, თუმცა, ახლა ნახავთ რა მოხდება კვირას, „ფიორენტინასთან“, შემდეგ „ინტერთან“, ზეიმი არასდროს დასრულდება. ოსიმენს ზაფხულში გავყიდი? არა, არასდროს“, - თქვა დე ლაურენტისმა.