ჩოგბურთი

21:12 | 5.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

ნადალი იტალიის ღია პირველობასაც გამოტოვებს

რაფაელ ნადალი ამბობს, რომ სრულად ჯერ არ გამოჯანსაღებულა და ამიტომ, იტალიის ღია პირველობას გამოტოვებს. ამით კიდევ უფრო გამყარდა ეჭვი იმისა, რომ ის როლან გაროსზე თამაშსაც ვერ შეძლებს.

ესპანელ ჩოგბურთელს საფრანგეთის ღია პირველობა 14-ჯერ აქვს მოგებული. მაგრამ ავსტრალიის ღია პირველობაზერ მიღებული ტრავმის გამო, ინდიან ველსის, მაიამის, მონტე კარლოს, ბარსელონას და მადრიდის ტურნირები გამოტოვა.

„ძალიან ვწუხვარ, მაგრამ უნდა გამოვაცხადო, რომ რომში თამაშსაც ვერ შევძლებ. ყველამ იცით, რაოდენ მტკივნეულია ჩემთვის ეს გადაწყვეტილება, ერთ-ერთი იმ ტურნირთაგან გამოტოვებისა, რომელსაც ჩემს პროფესიონალურ და პირად კარიერაში დიდი როლი აქვს. მითუმეტეს, იტალიელი ტიფოზებისგან ყოველთვის მხარდაჭერას და სიყვარულს ვგრძნობ“, - ამბობს 36 წლის ნადალი.

ის ამბობს, რომ ტრავმის ,კურნალობა წარმატებულია, მაგრამ რამდენიმე თვე გაუცდა და მაღალ დონეზე ვარჯიშსაც კი ვერ ახერხებდა. ამიტომ ამბოჯინებს, მზადებას მეტი დრო დაუთმოს და კორტზე კარგად მომზადებული დაბრუნდს.ე

ნადალმა როლან გაროსი პირველად 2005 წელს მოიგო და მას შემდეგ, ეს ტურნირი ერთხელაც არ გამოუტოვებია. წელს საფრანგეთის ღია პირველობა სტარტს 28 მაისს აიღებს.

0.118588