საზეიმო ვახშამზე „ნაპოლის“ კაპიტანმა ჯოვანი დი ლორენცომ თანაგუნდელებს სიტყვით მიმართა. როგორც იტალიელმა ფეხბურთელმა აღნიშნა, ეს გამარჯვება მათ სამუდამოდ აერთიანებით, განურჩევლად იმისა, ვინ დატოვებს გუნდს და ვინ - არა.
„სეზონის წინ ჩვენი არავის სჯეროდა, არავის! თუმცა, შრომითა და თავგანწირვით წარმოუდგენელი შედეგის მიღწევა შევძელით. ფეხბურთში ყველაფერი შეიძლება მოხდეს, ზოგი მიდის, ზოგი რჩება, მაგრამ ეს წარმატება სამუდამოდ გვაერთიანებს“, - თქვა დი ლორენცომ.
შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ იტალიის ჩემპიონი ისტორიაში მესამედ გახდა, 1990 წლის შემდეგ კი პირველად.