ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი და სატრანსფერო ექსპერტი ჯანლუკა დი მარციო იტყობინება, რომ „ნაპოლის“ სპორტული დირექტორი კრისტიანო ჯუნტოლი დატოვებს.
დი მარციოს ცნობით, ჯუნტოლის ახალი გამოწვევის მიღება სურს, რის გამოც ტურინის „იუვენტუსში“ სამუშაოდ წავა, რადგან „ბებერი ქალბატონი“ მისი სამსახურით დაინტერესებულია.
დი მარციო იმასაც იტყობინება, რომ აურელიო დე ლაურენტისს მოუწევს ლუჩანო სპალეტი გუნდში დარჩენაში დაარწმუნოს და გარანტიები მისცეს. ამრიგად, შესაძლოა, იტალიის ახალ ჩემპიონში სეზონის დასრულების შემდეგ ცვლილებები მოხდეს, განსაკუთრებით მენეჯმენტში.
მანამდე იტალიური მედია იტყობინებოდა, რომ „ნაპოლიმ“ ჯუნტოლის შემცვლელად „ემპოლის“ სპორტული დირექტორი პიეტრო აკარდი შეარჩია. შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიში“ ტრანსფერი სწორედ კრისტიანო ჯუნტოლის სახელს უკავშირდება.