ფეხბურთი

18:35 | 5.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

"ვალენსიამ" მამარდაშვილი შესაძლოა "ვილიარეალში" გაყიდოს

საქართველოს ნაკრებისა და „ვალენსიას“ მეკარე აქამდე არაერთ გუნდს დაუკავშირეს, ამჯერად კი საკმაოდ მოულოდნელად „ვილიარეალს“.

Superdeporte იტყობინება, რომ კლუბის ფინანსური პრობლემებიდან გამომდინარე პეტერ ლიმი მზადაა ქართველ კიპერს ზაფხულში სულ რაღაც 15 მილიონ ევროდ შეელიოს, მიუხედავად იმისა, რომ მისი საბაზრო ღირებულება 25 მილიონია.

წყაროს თანახმად, ლიმი „ვილიარეალთან“ მოლაპარაკებებს აწარმოებს. აღსანიშნავია, რომ „ყვითელი სუმბარინას“ კარს ამჟამად ვეტერანი პეპე რეინა იცავს, რომელიც დიდი ალბათობით ზაფხულში კლუბს დატოვებს.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მამარდაშვილი „ვალენსიას“ ღირსებას 2021 წლის ზაფხულიდან იცავს და ძირითად შემადგენლობაში დამკვიდრება გასული სეზონის მეორე ნახევარში მოახერხა.

0.117728