ფეხბურთი

17:23 | 5.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

"საბურთალოს" 3 ქულა "შუქურასთან"

საქართველოს ეროვნული ლიგის 32-ე ტური ქობულეთის „შუქურასა“ და „საბურთალოს“ მატჩით დაიწყო, რომელიც ძალიან საინტერესო გამოდგა.

თბილისელები უპირატესობას ფლობდნენ და კომფორტულადაც იგებდნენ - 2:0. შეიკნე სილასა და იური ტაბატაძის გოლებით ომარ თეთრაძის გუნდს თითქოს გამარჯვება მშვიდად უნდა მოეპოვებინა, მაგრამ დავით მუჯირმა და მიშიკო სარდალიშვილმა 3-წუთიან ინტერვალში ორჯერ გაიტანეს და ანგარიში გაათანაბრეს.

მიუხედავად ამისა, სტუმრებმა მაინც მოიგეს ლუკა სილაგაძის გოლით და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვეს.

„საბურთალომ“ 22 ქულა დააგროა და მეოთხე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი „დილას“ ეთამაშება, ხოლო „შუქურა“ 6 ქულით ბოლო პოზიციაზეა და წინ კონკურენტ „თელავთან“ თამაში ელოდება.

„შუქურა“ – „საბურთალო“ 2:3 (0:1)

გოლები: 0:1 სილა (23), 0:2 ტაბატაძე (58, პენ), 1:2 მუჯირი (69), 2:2 სარდალიშვილი (72), 2:3 სილაგაძე (85)

0.117299