სამხრეთ კორეის ჩემპიონატის მე-11 ტურში ვაკო ყაზაიშვილის „ულსან ჰიუნდაიმ“ გასვლაზე „დეგუ“ 3:0 დაამარცხა, ქართველმა ფეხბურთელმა კი გოლი გაიტანა.
ვაკომ თავი 39-ე წუთზე გამოიჩინა და ანგარიში იმ დროისთვის 2:0 გახადა. ეს ყაზაიშვილის მესამე გოლია მიმდინარე სეზონში.
„ულსან ჰიუნდაი“ 28 ქულით პირველ ადგილზეა და მომდევნო ტურში 9 მაისს, „განგვონს“ უმასპინძლებს.