„ნაპოლის“ ფეხბურთელმა ვიქტორ ოსიმენმა იტალიის ჩემპიონატის მოგების შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც ნიგერიელმა თავდამსხმელმა განაცხადა, ეს დღე არასდროს დაავიწყდება.
„ფანტასტიკური ემოციაა, მრავალი წელი ველოდით ნეაპოლში სკუდეტოს და წარმატებას მივაღწიეთ, ეს არის დღე, რომელიც მთელი ცხოვრების განმავლობაში არ დაგვავიწყდება. სეზონის დასაწყისში აუტსაიდერები ვიყავით, ჩვენი ბევრს არ სჯეროდა, მაგრამ მადლობა მწვრთნელს, პრეზიდენტს, ყველას, ვინც კლუბშია. შევძელით თავდაჯერება და მოგება. ახლა ამ მომენტით უნდა დავტკბეთ.
როდის მივხვდით, რომ სკუდეტოს მოგება შეგვეძლო? როცა „რომასთან“ სტუმრად მოვიგეთ. მთელი ეს გზა ვიბრძოდით სკუდეტოს მოსაგებად. სამუდამოდ მადლობელი ვიქნები სერია A-ს, რადგან აქ განვითარდი, ვგრძნობ, რომ გავუმჯობესდი, უპირველეს ყოვლისა სპალეტის წყალობით. ნიღაბი გამიტყდა? კი, მაგრამ ბევრი მაქვს და შევცვლი“, - თქვა ოსიმენმა.
შეგახსენებთ, რომ ვიქტორ ოსიმენი სერია A-ს ბომბარდირთა დავას 22 გოლით ლიდერობს და უახლოეს მდევარ ლაუტარო მარტინესს 3 გოლით უსწრებს.