ფეხბურთი

2:56 | 5.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

დი ლორენცო: "კვარა ჩუმი ბიჭია, რომელმაც წარმოუდგენელი რაღაც გააკეთა"

„ნაპოლის“ კაპიტანმა ჯოვანი დი ლორენცომ იტალიის ჩემპიონობის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. მისი თქმით, სადებიუტო სეზონში „ნაპოლის“ მაისურით სკუდეტოს მოგება რაღაც წარმოუდგენელი მიღწევაა.

„ნაპოლის“ ძალა ამ სეზონში გუნდურობა იყო, კონკრეტული სახელების დასახელება არ მსურს. კვარაცხელია? „ნაპოლიში“ ჩამოსვლა და დაუყოვნებლივ სკუდეტოს მოგება რაღაც წარმოუდგენელია. ის ჩუმი ბიჭია, რომელიც თავის ხმას ყველას მოედნიდან აგონებს. ბევრ მატჩში იყო გადამწყვეტი და ძალიან მაგრად დაგვეხმარა.

სპალეტი? მწვრთნელიც მნიშვნელოვანი იყო, ამ სკუდეტოს ფუნდამენტი გასულ სეზონში ჩაიყარა, სპალეტიმ ეს ბედნიერება დაიმსახურა. 33 წელი ძალიან დიდი პაუზაა ისეთი ქალაქისთვის, როგორიც ნეაპოლია, რომელიც ფეხბურთით ცხოვრობს. ახლა უბრალოდ სიტყვები არ მაქვს, საოცარი გრძნობაა“, - თქვა დი ლორენცომ.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ ისტორიაში მესამედ გახდა იტალიის ჩემპიონი, ხოლო ხვიჩა კვარაცხელია კახა კალაძის შემდეგ მეორე ქართველია, ვინც ეს ტიტული მოიგო.

0.111286