ლონდონის მარათონის ორგანიზატორთა განცხადებით, მომავალი წლის გარბენისთვის, უკვე ნახევარ მილიონზე მეტი განაცხადია მიღებული. 2024 წელს გარბენი 21 აპრილს არის დანიშნული და ორგანიზატორებს უკვე 578 374 განაცხადი აქვთ მიღებული. ეს კი ლონდონის მარათონისთვის რეკორდია.
აქამდე რეკორდი 457 861 ადამიანის მონაწილეობა იყო. ის პანდემიის წინ, 2019 წელს დამყარდა. სწორედ ამდენმა შეავსო განაცხადი 2020 წლის გარბენში მონაწილეობაზე. შეჯიბრის დირექტორი ჰიუ ბრეშირი ამბობს, რომ ამდენ მონაწილეს, მარათონი იმის წყალობით იზიდავს, რომ მათ ქველმოქმედება იზიდავთ - მარათონის დროს, ამ მიზნით, მილიონობით სტერლინგის შეგროვება ხერხდება.
ყველაზე მეტი განაცხადი ბრიტანეთიდან არის მიღებული - 457 105. მათგან 52.9 პროცენტი მამაკაცია, 46.4 ქალი და 0.6 პროცენტს სქესი მითითებული არ აქვს. 121 269 აპლიკაცია საზღვარგარეთიდან არის მიღებული.