„ნაპოლის“ სპორტულმა დირექტორმა კრისტიანო ჯუნტოლიმ ლუჩანო სპალეტიზე ისაუბრა. როგორც მან თქვა, კონტრაქტის თემაზე არ ულაპარაკიათ, მაგრამ იცის, რომ სპალეტი ნეაპოლზე შეყვარებულია.
„ჩვენ ამ საკითხზე არ გვილაპარაკია, ვიცი, რომ შეყვარებულია ქალაქზე, გუნდზე, ხალხზე და ამ პროექტს მთელი თავი მიუძღვნა. დანარჩენს მერე ვნახავთ“, - თქვა ჯუნტოლიმ.
შეგახსენებთ, რომ ლუჩანო სპალეტის „ნაპოლისთან“ კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება და მას ხელშეკრულების 10 წლით განახლება შეუძლია.