ფეხბურთი

18:58 | 4.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

პსჟ-ს ფანების საპროტესტო აქცია ნეიმარის სახლთან

„პარი სენ ჟერმენში“ სრული ქაოსია და გულშემატკივრები კლუბის ხელმძღვანელობისა და ფეხბურთელების წინააღმდეგ გამოდიან.

ამჯერად ფანების ნაწილი ნეიმარის სახლთან შეიკრიბნენ და საპროტესტო აქცია მოაწყვეს. ისინი ბრაზილიელ ფეხბურთელს პსჟ-დან წასვლისკენ მოუწოდებდნენ.

აღსანიშნავია, რომ ფანების სამიზნე მანამდე ლიონელ მესი და მარკო ვერატი გახდნენ. ამიტომაც, კლუბმა სამივე ფეხბურთელის მიმართ პსჟ-მ დაცვა გააძლიერა.

შეგახსენებთ, რომ „პარი სენ ჟერმენის“ ფანები ჩემპიონთა ლიგაზე მორიგი წარუმატებლობით არიან უკმაყოფილოები, რასაც საფრანგეთის ლიგა 1-ში არასტაბილური ასპარეზობაც დაემატა.

თეგებინეიმარიპსჟ
0.112677