ფეხბურთი

12:10 | 10.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

ესპანელები სუპერთასის მატჩის სხვა ქვეყანაში ჩატარებაზე უარს ამბობენ

ესპანეთის სუპერთასის თამაშები ქვეყნის ფარგლებს გარეთ არ ჩატარდება.

Marca-ს ცნობით, სუპერთასის მატჩის გამართვასთან დაკავშირებით ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციაში ჩინეთიდან და ამერიკის შეერთებული შტატებიდან ორი წინადადება მივიდა, მაგრამ ორივე შემთხვევაში პასუხი უარი იყო.

ესპანეთის სუპერთასი 1982 წელს დაარსდა და მასში ქვეყნის ჩემპიონი და თასის მფლობელი თამაშობენ (1986 და 1987 წელს არ ჩატარებულა, ხოლო 1984 წელს “ბილბაომ” და 1989 წელს მადრიდის “რეალმა” ტიტულები იმის გამო მოიპოვეს, რომ ჩემპიონებიც გახდნენ და თასიც შემართეს). გამარჯვებულის გამოსავლენად ორი თამაში იმართება შინ და გარეთ.

2014 წელს სუპერთასი მადრიდის “ატლეტიკომ” მოიპოვა, რომელმაც თანაქალაქელი “რეალი” დაამარცხა (1:1, 1:0).

0.136955