კალათბურთი

2:00 | 4.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

მაკფადენის 21 და შერმადინის 8 ქულა: "მურსიამ" "ტენერიფე" დაამარცხა

ესპანეთის ლიგა ენდესას 31-ე ტურში საქართველოს ნაკრების კალათბურთელების, გიორგი შერმადინის, თად მაკფადენისა და რატი ანდრონიკაშვილის გუნდები, „ლენოვო ტენერიფე“ და „მურსია“ დაუპირისპირდნენ.

თამაში ძალიან დაძაბული გამოდგა, რომლის ბედი ოვერტაიმში გადაწყდა და საბოლოოდ, „მურსიამ“ მეტოქეს მისსავე მოედანზე 111:109 აჯობა.

გიორგი შერმადინმა 31:19 წუთში 8 ქულა, 6 მოხსნა და 2 პასი მიითვალა. ქართველმა ცენტრმა 7-დან 3 ორქულიანი და 4-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, ხოლო მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 10-ს გაუტოლდა.

„მურსიაში“ თად მაკფადენმა 31:39 წუთში 21 ქულა და 1 პასი დააგროვა. მან 3-დან 2 ორქულიანი, 9-დან 4 სამქულიანი და 7-დან 5 საჯარიმო ჩააგდო, მარგი ქმედების კოეფიციენტი კი 21 აღმოჩნდა. ამ შეხვედრაში რატი ანდრონიკაშვილს მონაწილეობა არ მიუღია.

„ლენოვო ტენერიფე“ 22 მოგებით და 9 წაგებით მეხუთე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 6 მაისს, „ჟირონას“ ესტუმრება, ხოლო „მურსია“ 14 გამარჯვებით და 17 მარცხით მეცხრე საფეხურზეა, მომდევნო შეხვედრას კი 7 მაისს, სტუმრად „ბრეოგანთან“ ჩაატარებს.

0.138577