ფეხბურთი

0:58 | 4.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

"ლაციომ" მოიგო, "ნაპოლის" ჩემპიონობისთვის "უდინეზესთან" ქულა სჭირდება

„ნაპოლის“ 33-ე ტურში ჩემპიონობის მოსაპოვებლად „უდინეზესთან“ ქულის მოპოვება დასჭირდება, რადგან „ლაციომ“ „სასუოლო“ დაამარცხა.

მაურიციო სარის გუნდმა მეტოქეს ფელიპე ანდერსონისა და ტომაშ ბაშიჩის გოლებით დამაჯერებლად, 2:0 აჯობა და ჯერჯერობით, „ნაპოლი“ ოფიციალურად ჩემპიონი ისევ არ არის. „ლაციო“ 64 ქულით მეორე ადგილზეა და „აძურის“ ამ დროისთვის 15 ქულით ჩამორჩება.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ „უდინეზეს“ 4 მაისს დაუპირისპირდება და თუ არ წააგებს, იტალიის ჩემპიონი ისტორიაში მესამედ გახდება.

0.116306