ესპანეთის ლა ლიგის 33-ე ტურში „ვალენსიამ“ „ვილიარეალთან“ მორიგი ქულები დაკარგა და კრიტიკულ სიტუაციაში დარჩა.
რუბენ ბარახას გუნდი გავარდნის ზღვარზეა, ქულების დაგროვება კი უჭირს. „ღამურები“ ნიკოლას ჯექსონის გოლით 62-ე წუთზე ანგარიშში ჩამორჩნენ. გიორგი მამარდაშვილს გაშვებულ გოლში ბრალი არ მიუძღვის, ისევ დაცვის ხაზი ჩავარდა. ამის შემდეგ მასპინძლები გააქტიურდნენ და 10 წუთში სამუელ ლინომ წონასწორობა აღადგინა, თუმცა, მეტი ვეღარ მოახერხა და ფრეს დასჯერდა - 1:1.
აღსანიშნავია, რომ ვალენსიელებს ორი გოლი არ ჩაუთვალეს, თუმცა სამართლიანად, ორჯერვე თამაშგარე იყო. მამარდაშვილმა თამაში 3 მოგერიებით დაასრულა და თავის გუნდს ქულის მოპოვებაში დაეხმარა. ქართველ მეკარეს ლა ლიგის 33 მატჩში 40 გოლი აქვს გაშვებული და 6-ჯერ კარი მშრალად შეინახა.
„ვალენსია“ 34 ქულით გასავარდნი ზონის ზღვარზე, მე-17 ადგილზეა და მხოლოდ 3 ქულით უსწრებს „ესპანიოლსა“ და „ხეტაფეს“, რომლებიც გასავარდნ ზონაში არიან და ამ ტურში ჯერ არცერთს უთამაშია. „ლოს ჩე“ მომდევნო ტურში 14 მაისს, ვიგოში „სელტას“ ესტუმრება.