საერთაშორისო დიდოსტატის, დავით ლომსაძის დამაჯერებელი პირველობით დასრულდა ყოველკვირეული ტურნირი ელვისებურ ჭადრაკში.
გამარჯვებულმა 9-იდან 8 ქულა დააგროვა და ერთი ქულით გაუსწრო უახლოეს კონკურენტებს.
7-7 ქულით II-III ადგილები გაინაწილეს და დამატებითი მაჩვენებლებით შემდეგნაირად განაწილდნენ:
II - თორნიკე კუპატაძე
III - დავით ცქიფურიშვილი
1800- მდე რეიტინგის მქონე მოჭადრაკეთა შორის საუკეთესო შედეგი ზურაბ გონგლიაშვილმა დააფიქსირა 6,5 ქულით.
1500-მდე რეიტინგის მქონე მოჭადრაკეებში გიორგი პაპიაშვილი იყო საუკეთესო 5 ქულით.
ქალთა შორის საუკეთესო შედეგი მარიამ დოლაკიძემ აჩვენა.
საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ოფიციალური ფეისბუქ-გვერდი