„ლივერპულის“ ყოფილმა მცველმა, ამჟამად კი საფეხბურთო ექსპერტმა, ჯეიმი კარაგერმა, ინგლისის პრემიერლიგის 34-ე ტურის მატჩი შეაჯამა, რომელშიც „არსენალმა“ საკუთარ მოედანზე „ჩელსი“ (3:1) დაამარცხა.
„ეს „არსენალის“ შესანიშნავი და „ჩელსისგან“ შოკისმომგვრელი თამაში გახლდათ. დღეს „არისტოკრატებში“ სრული არეულობაა. ლამპარდისთვის, მისი თანაშემწეებისთვის და გულშემატკივრებისთვის, ბევრად უარესი შეიძლება მომხდარიყო.
გასაოცარია როგორ დაეცნენ ბოლო 12 თვის განმავლობაში.
სიტუაცია გვიჩვენებს, რომ მთელი თანხის დახარჯვა, რაც გაქვს, სისულელეა. ბოულის გეგმები და იდეები არ მუშაობს.
მათ ჯერ კიდევ ჰყავთ ხარისხიანი ფეხბურთელები, ამიტომ ზედიზედ ექვსი თამაშის წაგება მიუღებელია.
„ჩელსიში" ყველა მიჩვეულია მაღალ სტანდარტებს, მაგრამ ახლა ისინი ძალიან შორს არიან მათგან." - ციტირებს კარაგერის სიტყვებს Sky Sports.