ჩოგბურთი

22:15 | 2.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

სერენა უილიამსმა განაცხადა, რომ ორსულადაა

ნიუ იორკში, მოდის საღამოზე, რომელიც „მეტ გალას“ სახელითაა ცნობილი, სერენა უილიამსი წითელ ხალიჩაზე თავის მეუღლესთან, ალექსის ოჰანიანთან ერთად წარდგა და დაადასტურა, რომ დიდ ვარსკვლავურ შეკრებაზე, სამნი მივიდნენ. ამგვარად, მან მედიას ამცნო, რომ მეორე შვილზეა ფეხმძიმედ.

შარშან, „ვოგთან“ საუბრისას, სერენამ განაცხადა, რომ თავისი ოჯახის გაზრდა სურდა. მას პირველი შვილი - ოლიმპია 2017 წელს შეეძინა. მას შემდეგ კორტზე დაბრუნდა, მაგრამ დიდი სლემის ტურნირებზე, 24-ე ტიტულის მოპოვება ვერ შეძლო.

სერენა უილიამსი „ვოგის“ მთავარი რედაქტორის და „მეტ გალას“ თანა-თავმჯდომარის, ანა ვინტურის მეგობარია და თითქმის ყოველწლიურად მონაწილეობს ამ ვარსკვლავურ შეკრებაში, რომელიც „მეტროპოლიტან მუზეუმის“ კოსტუმების ინსტიტუტის სასარგებლოდ იმართება ხოლმე.

„მეტ გალას“ თანა-თავმჯდომარის რანგში ასევე დაესწრო დიდი სლემის 20 ტიტულის მფლობელი როჯერ ფედერერი. 41 წლის სერენას თან მისი მეუღლე, „რედდიტის“ თანა-დამფუძნებელი ალექსის ოჰანიანი ახლდა.

ამერიკელი ჩოგბურთელის განცხადება ფაქტობრივად იმის ნიშანია, რომ ის ჩოგბურთში დაბრუნებას აღარ აპირებს.

0.115219