თითქმის ორთვიანი პაუზის შემდეგ ნიკოლოზ ბასილაშვილი კორტზე დაბრუნდა და კალიარის ტურნირის 1/16 ფინალში ჩაერთო, მაგრამ ასპარეზობას გამოეთიშა.
ქართველი ავსტრალიელ თანასი კოკინაკისთან ვერაფერს გახდა, ორ სეტში, 4:6, 3:6 წააგო. შეხვედრა საათსა და 23 წუთს გაგრძელდა.
პირველ სეტში ნიკოლოზმა პირველივე გეიმში საკუთარი ჩაწოდება წააგო და სწორედ ეს გამოდგა გადამწყვეტი, ხოლო მეორე სეტში ერთი ბრეიკი კი გაახერხა, მაგრამ თავად 3-ჯერ დაბრეიკდა და საბოლოოდ, მარცხიც განიცადა.
ბასილაშვილს არც ეისი ჰქონია და არც ორმაგი შეცდომა, ხოლო მისმა მეტოქემ 5 ეისი მიითვალა, 2-ჯერ კი ორმაგი შეცდომა დაუშვა.