ფეხბურთი

0:45 | 2.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

ფაბიო გროსოს ხელმძღვანელობით "ფროზინონე" სერია A-ში დაბრუნდა

სერია B-ს მიმდინარე სეზონის დასრულებამდე 3 ტურით ადრე „ფროზინონემ“ სერია A-ში თამაშის უფლება მოიპოვა.

ფაბიო გროსოს გუნდმა 35-ე ტურში საკუთარ მოედანზე „რეჯინა“ 3:1 დაამარცხა, რის შედეგადაც 71 ქულა დააგროვა და ნათელია, რომ მომდევნო სეზონს ელიტარულ დივიზიონში გაატარებს.

„ფროზინონე“ ისტორიაში მესამედ ითამაშებს სერია A-ში ითამაშებს, 2015-2016 და 2018-2019 წლების სეზონების შემდეგ. წინა ორ შემთხვევაში კლუბმა იტალიის მთავარ ლიგაში ადგილი ვერ შეინარჩუნა. „ფროზინონეს“ მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონი, იტალიის ნაკრების ყოფილი მცველი ფაბიო გროსო ავარჯიშებს.

აქვე გეტყვით, რომ სერია A-ში დაბრუნებასთან ძალიან ახლოსაა „ჯენოა“, რომელსაც მიზნამდე 3 ტურში 3 ქულაც ეყოფა, ხოლო მესამე გუნდის ვინაობა პლეი-ოფში გაირკვევა, სადაც მესამე-მერვე ადგილოსნები ითამაშებენ.

0.108123