მიუნხენის „ბაიერნის“ ფეხბურთელი სადიო მანე შესაძლოა ზაფხულში „ჩელსიში“ გადავიდეს.
ბრიტანული მედიის ცნობით, მაურისიო პოჩეტინოს, რომელიც „ჩელსის“ მწვრთნელობის მთავარი კანდიდატია, ერთ-ერთი მოთხოვნა მანეს ტრანსფერია, რომლის თამაშითაც გერმანულ გრანდში კმაყოფილები არ არიან.
გავრცელებული ინფორმაციით, „რეკორდმაისტერი“ მზადაა სენეგალელი შემტევი 30 მილიონ გირვანქა სტერლინგად შეელიოს.
შეგახსენებთ, რომ სადიო მანეს პრემიერლიგაში თამაშის დიდი გამოცდილება აქვს, სადაც „საუთჰემპტონისა“ და „ლივერპულის“ ღირსებას იცავდა.