„ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა ჩავიმ განაცხადა, რომ მიმდინარე სეზონში „მანჩესტერ სიტი“ სამივე ტიტულის მოგებას იმსახურებს, სადაც ბრძოლას აგრძელებს.
„ჩემი აზრით, „მანჩესტერ სიტი“ ამჟამად მსოფლიოში საუკეთესო გუნდია. ისინი ძალიან კარგად თამაშობენ და მსოფლიოში საუკეთესო მწვრთნელი ჰყავთ. სავსებით სამართლიანი იქნება, თუ ტრებლს მოიგებენ“, - თქვა ჩავიმ.
შეგახსენებთ, რომ „მანჩესტერ სიტი“ პრემიერლიგაში ლიდერია, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში მადრიდის „რეალს“, ხოლო ინგლისის ასოციაციის თასის ნახევარფინალში „არსენალს“ დაუპირისპირდება.