კალათბურთი

1:23 | 1.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

"მაიამი" "ნიუ იორკის" წინააღმდეგ სერიაში დაწინაურდა

აღმოსავლეთ კონფერენციის ნახევარფინალში „მაიამიმ“ „ნიუ იორკთან“ სერიაში ანგარიში გახსნა და დაწინაურდა. „ჰიტმა“ პირველი პერიოდი 11 ქულით წააგო, მაგრამ შემდეგ სიტუაცია შეცვალა, სამივე მეოთხედში აჯობა მეტოქეს და საბოლოოდ, დამსახურებულად, 108:101 მოიგო.

გამარჯვებაში ყველაზე დიდი წვლილი ჯიმი ბატლერმა შეიტანა, რომელმაც 25 ქულა და 11 მოხსნა დააგროვა. გეიბ ვინსენმა 20 ქულა, კაილი ლოვრიმ 18, ხოლო ბემ ადებაიომ 16 ქულა დააგროვა.

დამარცხებულთა შორის ერ ჯეი ბარეტი (26 ქულა), ჯალენ ბრენსონი (25 ქულა) და ობი ტოპინი (18 ქულა) გამოირჩნენ, მაგრამ მათი ძალისხმევა მარცხის თავიდან ასარიდებლად საკმარისი არ გამოდგა.

„მაიამიმ“ კი „მილუოკის“ გაგდების შემდეგ „ნიქსთან“ მოიპოვა უპირატესობა, ხოლო სერიის მეორე მატჩი 3 მაისს კვლავ ნიუ იორკში გაიმართება.

0.130788