ფეხბურთი

0:50 | 1.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

ოთარ კიტეიშვილის "შტურმმა" ავსტრიის თასი მოიგო

ავსტრიის თასის ფინალში ოთარ კიტეიშვილის „შტურმმა“ ვენის „რაპიდი“ 2:0 დაამარცხა და ტიტული მოიპოვა.

ქართველი ფეხბურთელი მოედანზე 75 წუთი იყო, გრაცელებმა კი მანპრიტ სარკარიას დუბლით მოიგეს, რომელმაც ორივე გოლი მეორე ტაიმში გაიტანა.

„შტურმისთვის“ ეს პირველი ავსტრიის თასია 2018 წლის შემდეგ, ხოლო ისტორიაში მერვე. თავის მხრივ, ქართველმა ნახევარმცველმა ავსტრიულ კარიერაში პირველი ტიტული მოიგო.

აქვე გეტყვით, რომ ოთარ კიტეიშვილს მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 24 მატჩში 6 გოლი აქვს გატანილი, ერთხელ კი საგოლე პასი გააკეთა. „შტურმი“ მომდევნო შეხვედრას 7 მაისს, ვენის „აუსტრიასთან“ ჩაატარებს.

0.117243