ფეხბურთი

20:46 | 30.04.2023 | ნანახია [] - ჯერ

ლუჩანო სპალეტი: "ფსიქოლოგიურად დიდი წნეხი გვქონდა, მაგრამ მიზანს აუცილებლად მივაღწევთ"

„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ „სალერნიტანასთან“ მატჩის (1:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა.

იტალიელი სპეციალისტი მშვიდადაა და დარწმუნებულია, რომ მისი გუნდი ჩემპიონი გახდება. როგორც აღნიშნა, დღეს გუნდს დიდი ემოციური და ფსიქოლოგიური დატვირთვა ჰქონდა.

„მივყვებით იმ ოცნებას, რომლის ახდენას ყველა იმსახურებს. ჯერ კიდევ არის ნაბიჯი გადასადგმელი და მზად ვართ საბოლოო, გადამწყვეტი ძალისხმევისთვის. ახლოს ვართ და იმ ქულებს დავაგროვებთ, რაც ჩემპიონობისთვის საჭიროა.

დღეს დიდი ემოციური და ფსიქოლოგიური დატვირთვა იყო, რაც ჩვეულებრივ მომენტებში არ არის. მივაღწევთ ფინიშის ხაზს და ეს ფრეც მნიშვნელოვანი გახდება. „ნაპოლის“ სკუდეტოს მოგება ყველასთვის ენთუზიაზმის მომტანი იქნება, ვისაც ეს სპორტი უყვარს, რადგან ჩვენი თამაშის ყურება ყველასთვის სასიამოვნოა. ბოლო ნაბიჯის გადადგმა ყველაზე დამღლელია, მაგრამ მიზნის მიღწევა უბრალოდ გადაგვედო.

ალბათ, გოლის შემდეგ ბურთი უფრო მეტი სითამამით უნდა გვეკონტროლებინა, მაგრამ ასეთ ემოციურ მატჩებში დაცემა შეიძლება მოხდეს. არცერთ მილიმეტრს არ დავთმობთ, ვიმუშავებთ იმისთვის, რომ ჩვენი არსებობა ყველას შევახსენოთ და ჩვენი საოცარი ფანები გავახაროთ, ისინი იმსახურებენ ბიჭების ამ სრულ თავდადებას, რათა ოცნება ერთად ავიხდინოთ“, - თქვა სპალეტიმ.

შეგახსენებთ, „ნაპოლი“ უახლოეს მდევარ „ლაციოს“ სეზონის დასრულებამდე 6 ტურით ადრე 18 ქულით უსწრებს. შესაბამისად, ფორმალურად შანსი არსებობს, რომ ამ გუნდებმა სეზონი თანაბარი ქულებით დაასრულონ, რა შემთხვევაშიც იტალიაში ამ ორ გუნდს შორის საჩემპიონო მატჩი გაიმართება.

ეს მაინც ძნელი წარმოსადგენია, რადგან ამისთვის საჭიროა, ბოლო 6 ტურში „ლაციომ“ ყველა თამაში მოიგოს და „აძურიმ“ ყველა წააგოს... „ნაპოლის“ ჩემპიონობის განაღდება უბრალოდ გადაედო, ეს ნანატრი დღე კი ნეაპოლელებისთვის შეიძლება 4 მაისი იყოს, როდესაც „ნაპოლი“ „უდინეზეს“ სტუმრად დაუპირისპირდება.

0.113881