„რომას“ დაცვაში სერიოზული პრობლემები აქვს და რამდენიმე ტრავმირებული ცენტრალური მცველი ჰყავს. ლაზარეთს „მილანთან“ მატჩის დასაწყისში მარაშ კუმბულაც შეუერთდა.
ჟოზე მოურინიომ მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე იხუმრა და თქვა, რომ მომდევნო შეხვედრისთვის ცენტრალურ მცველს ქალთა გუნდიდან დაიმატებს.
„რომას“ ქალთა გუნდს, რომელიც დღეს იტალიის ჩემპიონი გახდა, შემთხვევით ვისარგებლებ და ყველა გოგონას მივულოცავ ჩემპიონობას. ქალთა გუნდში არის ცენტრალური მცველი, რომელიც ადრე მიუნხენის „ბაიერნში“ თამაშობდა და ძალიან კარგი მცველია. შეიძლება, მან ჩვენთანაც ითამაშოს“, - იხუმრა ჟოზემ.
მოურინიომ ავსტრიელი მცველი კარინა ვენინგერი იგულისხმა, რომელიც „რომას“ ქალთა გუნდის ღირსებას იცავს.