საქართველოს პარა წოლჭიმის ნაკრები გუნდის ანგარიშზე ორი მედალი და ევროპის რეკორდია.
აჰმად რაზმაზარი თბილისი 2023 მსოფლიო თასის გამარჯვებული და ევროპის რეკორდსმენია. ჩვენმა პარასპორტსმენმა (-80) კგ. წონით კატეგორიაში 211კგ. დაძლია, დღეს დამყარებული თავისივე რეკორდი გააუმჯობესა და ევროპის რეკორდსმენი გახდა.
შოთა ომარაშვილმა (-80კგ) 160 კგ.აწია და თბილისი 2023 მსოფლიო თასის გათამაშების ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.