კალათბურთი

11:25 | 29.04.2023 | ნანახია [] - ჯერ

ლებრონის რეკორდი და დევისის საოცარი მატჩი: "ლეიკერსმა" სერია მოიგო და კონფერენციის ნახევარფინალშია (+VIDEO)

NBA-ში დღეს მორიგი მატჩები გაიმართა და დასავლეთ კონფერენციაში მესამე ნახევარფინალისტის ვინაობა გაირკვა. „ლოს ანჯელეს ლეიკერსმა“ "მემფისი" სერიაში 4:2 დაამარცხა და ნახევარფინალში გასვლა შეძლო.

მეექვსე შეხვედრა ლოს ანჯელესელებმა სოლიდური უპირატესობით, 40-ქულიანი სხვაობით 125:85 იმარჯჯვეს და ყველაფერი გადაწყვიტეს, ახლა კი მეტოქის მოლოდინში არიან, რომელიც „უორიორსისა“ და „საკრამენტო კინგს“ შორის გამარჯვებული იქნება. იმ წყვილში ჯერ 3:3-ია და შემდეგ ეტაპზე გამსვლელი გუნდის ვინაობა, მე-7 თამაშში გაირკვევა.

"ლეიკერსმა" საგრძნობი უპირატესობა პირველივე ტაიმში მოიპოვა და შესვენებაზე 17-ქულიანი ფორით გავიდა, ლებრონ ჯეიმსმა და კამპანიამ, მესამე-მეოთხე პერიოდებიც უმაღლესო დონეზე ჩაატარეს, ჯერ 16 ქულიანი, დასკვნითი მეოთხედი კი 7 ქულიანი სხვაობით მოიგეს და მეტოქე ყველა კომპონენტში დაჯაბნეს.

დევისის შთამბეჭდავმა თავდაცვითმა თამაშმა მეტწილად "მემფისის" შეტევა შეაჩერა. გამოსარჩევია მისი 5 დაფარებაც და ასევე რასელის ხუთი სამქულიანიც, რომელიც აღნიშნულ შეხვედრაში ყველაზე შედეგიანი იყო. 27 წლის ამერიკელმა 31 ქულა, 2 მოხსნა და 2 პასი დააგროვა.

"ლეიკერსიდან" ლებრონ ჯეიმსს 22 ქულა, 5 მოხსნა და 6 შედეგიანი გადაცემა, ხოლო ენტოონი დევისს 16 ქულით, 14 მოხსნით და 1 პასთ ორმაგი დუბლი ჰქონდა. მეფემ რეკორდიც დაამყარა და მე-40 სერია გამარჯვებით დაასრულა, ამ შედეგით კი დერეკ ფიშერს გაუთანაბრდა.

დამარცხებულთაგან სანტი ალდამა გამოირჩა. ესპანელმა კალათბურთელმა საკუთარ გუნდს 22 ქულა შესძინა, თუმცა მარცხისგან ვერ იხსნა. დიდი დაღი აღნიშნულ თამაშს ჯა მორანტის ჩაგდებულმა თამაშმაც დაუსვა. მან 34 წუთში მხოლოდ 10 ქულა გაახერხა, რასაც 5 მოხსნა და 6 პასიც დაამატა. წინა თამაშებში მორანტი გამორჩეული იყო, ერთ შეხვედრაში კი სულაც 45 ქულა ჩააგდო.

ამროგად, "ლეიკერსი" შემდეგ ეტაპზეა და მეტოქეს ელოდება. "გოლდენ სტეიტისა" და "საკრამენტო კინგსის" ბოლო შეხვედრა კი 30 აპრილს გაიმართება.

0.142811