ფეხბურთი

20:58 | 28.04.2023 | ნანახია [] - ჯერ

კიმი ჯარში იმსახურებს

„ნაპოლის“ მცველი კიმ მინ-ჯე ივნისში სამხრეთკორეაში სავალდებულო სამხედრო სამსახურს გაივლის.

ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. კიმი ჯარში 3 კვირით წავა. „ნაპოლისთვის“ კარგი ისაა, რომ ფეხბურთელი სავალდებულო სამსახურს მაშინ გაივლის, როდესაც სეზონი დასრულებული იქნება.

მოგეხსენებათ, სამხრეთკორეაში სამხედრო სამსახური დღემდე სავალდებულოა და 2020 წელს ჯარში „ტოტენჰემის“ ვარსკვლავი ჰონ-მინ სონიც იმყოფებოდა.

შეგახსენებთ, რომ კიმ მინ-ჯერ „ნაპოლიმ“ გასულ ზაფხულს „ფენერბაჰჩედან“ დაიმატა და აზიელი ფეხბურთელი ლუჩანო სპალეტის გუნდის შეუცვლელად ფიგურად იქცა. მან "აძურის" მაისურით ყველა ტურნირზე ჩატარებულ 40 მატჩში 2 გოლი გაიტანა.

0.114059