ტურ დე ფრანსის ორგზის ჩემპიონი, სლოვენიელი ტადეი პოგაჩარი ამბობს, რომ გაუმართლა, რომ ლიეჟი-ბასტონი-ლიეჟის რბოლისას მომხდარი ინციდენტისას, მხოლოდ მაჯის მოტეხილობა მიიღო.
პოგაჩარმა, ვინც ლიეჟი-ბასტონის რბოლა 2021 წელს მოიგო, ოპერაცია ქალაქ გენკში გაუკეთეს. როგორც მისი გუნდის, „UAE ტიმ ემირატსის“ ექიმი ადრიან როტუნო ამბობს, რომ პოგაჩარის გაჯანსაღებას დაახლოებით ექვსი კვირა დასჭირდება. სლოვაკი ველომრბოლი ამბობს, რომ ავარიის შედეგები შეიძლება გაცილებით მძიმეც ყოფილიყო.
„გამიმართლა, რომ მხოლოდ მაჯა მოვიტეხე. იმ გიჟურ შეჯახებაში, გაცილებით მეტად დაზიანება შეიძლებოდა. მათ, ვინც ჩემზე მეტად დაზარალდა, სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ“, - წერს პოგაჩარი.
ასეა თუ ისე, ტურ დე ფრანსისთვის მისი მზადების პროცესი დაირღვევა. ველომარათონი სტარტს 1 ივლისს აიღებს და პოგაჩარს მოსამზადებლად ორ თვეზე ცოტა მეტი დარჩა, საიდანაც თვენახევარი მაჯის მკურნალობას დასჭირდება.