7 მაისს, 15 საათზე კახეთი ისევ უმასპინძლებს ყველაზე მასშტაბურ საქველმოქმედო გარბენს, Wings for Life World Run-ს. კახეთში, ლოპოტას გადასახვევიდან კავკასიონის ქედის გასწვრივ, მორბენლები და მათი გულშემატკივარი მეათე, საიუბილეო რბენის აღსანიშნავად შეიკრიბებიან.
მსოფლიო რბენაზე რეგისტრაციის საფასური 30 ლარია, რომელიც სრულად გადაირიცხება Wings for Life ფონდში, ზურგის ტვინის დაზიანების განკურნების გზების საძიებლად.
კახეთში, Wings for Life World Run-ზე რეგისტრაცია 4 მაისამდე ან ადგილების ამოწურვამდე გაგრძელდება. რეგისტრაცია მიმდინარეობს ვებ-გვერდზე: wingsforlifeworldrun.com
Wings for Life World Run უნიკალური საქველმოქმედო გარბენია, რომელიც წელიწადში ერთხელ, მთელ მსოფლიოში, ერთსა და იმავე დროს იმართება. რბენას არ აქვს სტანდარტული ფინიშის ხაზი და განსაზღვრული სარბენი მანძილი. ყველა დარბის, დადის თუ ეტლით გადაადგილდება ფინიშის მანქანის დაწევამდე.
2014 წლიდან დღემდე მსოფლიო რბენაში მონაწილეობა მიიღო მილიონზე მეტმა ადამიანმა, რომელმაც ერთად3 მილიონი ევრო შეაგროვა ზურგის ტვინის დაზიანების განკურნებისთვის საჭირო კლინიკური და სამედიცინო კვლევებისთვის.
გარდა კახეთში სირბილისა, მსურველებს შეუძლიათ ირბინონ აპლიკაციით. Wings for Life World Run-ის აპლიკაციის გადმოწერა შესაძლებელია App Store / Google Play-დან, რბენაზე რეგისტრაციის საფასურია 8 ევროს ეკვივალენტი ლარში. მონაწილე თავად ირჩევს სად და ვისთან ერთად ირბენს. Wings for Life World Run-ის აპლიკაცია ქართულ ენაზე ნათარგმნი. რბენის დღის აუდიო გამოცდილება კი ასევე, ქართულ ენაზეა.
Wings for Life World Run-ის გარბენამდე 10 დღით ადრე პროექტის კეთილი ნების ელჩები კახეთში, Tsinandali Estate, A Radisson Collection Hotel-სა და Park Hotel Tsinandali-ში მოსამზადებელი ვარჯიშისა და გარბენისთვის შეიკრიბნენ.