„სალერნიტანა“ სერია A-ს 32-ე ტურში „ნაპოლისთან“ მატჩისთვის ემზადება, რომელშიც შესაძლოა ლუჩანო სპალეტის გუნდმა ჩემპიონის ტიტული გაიფორმოს.
„ნაპოლი“ თუ მოიგებს, ხოლო „ლაციო“ სტუმრად „ინტერს“ ვერ დაამარცხებს, ჩემპიონი გახდება. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ „სალერნიტანას“ ნეაპოლურ კლუბთან ძალიან მტრული დამოკიდებულება აქვს, ამიტომაც, „აძურის“ იოლი გასეირნება ალბათ არ ელოდება.
„სალერნიტანამ“ დღეს „სტადიო არეკიზე“ ღია ვარჯიში გამართა, რომელსაც დაახლოებით 1 500-მდე სალერნოელი ტიფოზი დაესწრო. ისინი მღეროდნენ: „ჩვენ ნეაპოლიტანელები არ ვართ“.
სალერნოში იმაზეც გაბრაზდნენ, რომ მატჩი ერთი დღით გადაიტანეს. შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ – „სალერნიტანას“ შეხვედრა 30 აპრილს, თბილისის დროით 17:00 საათზე გაიმართება.