„მილუოკი ბაქსი“ NBA-ს ჩემპიონობის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი იყო, მაგრამ პლეი-ოფს პირველივე სტადიაზე „მაიამისთან“ სერიაში მარცხით გამოეთიშა.
მატჩის შემდეგ ჟურნალისტმა ერიკ ნემმა იანის ანტეტოკუნმპოს შეკითხვა დაუსვა, რომელმაც მას ჰკითხა, არის თუ არა, ეს სეზონი ჩავარდნა, რაზეც იანისმა საკმაოდ პირდაპირ და გაბრაზებულმა უპასუხა:
„ღმერთო ჩემო! შარშანაც იგივე შეკითხვა დამისვი, ერიკ. თქვენ ყოველ წელს გაწინაურებენ სამსახურში? არა? ე.ი. ყოველი ასეთი წელი წარუმატებელია? პასუხი მინდა, კი ან არა... არა? გამოდის, რომ ყოველწლიურად იმისთვის მუშაობ, რომ რაღაცას მიაღწიო, ოჯახი უზრუნველყო, განვითარდე, არა? ეს არ არის ჩავარდნა თუ არ გაწინაურებენ, უბრალოდ ეს არის წარმატებისკენ მიმავალი ნაბიჯები.
მაიკლ ჯორდანმა 15 წელი ითამაშა და NBA-ს ჩემპიონი 6-ჯერ გახდა. დანარჩენი 9 წელი მისთვის ჩავარდნა იყო? თუ არა, მაშინ მე რატომ მეკითხები ასეთ რამეს? სპორტში არ არსებობს ჩავარდნა, არსებობს კარგი და ცუდი დღეები. ეს არის ნაბიჯები წარმატებისკენ, „მილუოკი“ 1971-2021 წლებში ჩემპიონი ვერ გახდა, ეს 50-წლიანი ჩავარდნა იყო? არა, ეს იყო ნაბიჯები ჩემპიონობისკენ, რაც ერთხელ მოვახერხეთ და მომავალშიც ვეცდებით იგივე გავიმეოროთ“, - თქვა ბერძენმა კალათბურთელმა.
შეგახსენებთ, რომ „მილუოკი ბაქსი“ სერიაში მოულოდნელად „მაიამი ჰიტთან“ პრაქტიკულად უშანსოდ, 1:4 დამარცხდა და სეზონი დაასრულა.