ფეხბურთი

11:47 | 27.04.2023 | ნანახია [] - ჯერ

ლამპარდი ქომაგების სტვენაზე: „მესმის მათი, არ ვწუწუნებთ, მაგრამ ყველაფერი ჩვენს წინააღმდეგ მიდის“

„ჩელსის“ მთავარმა მწვრთნელმა, ფრენკ ლამპარდმა, ინგლისის პრემიერლიგის 33-ე ტურის „ბრენტფორდთან“ მატჩისას (0:2) გულშემატკივრების სტვენის შესახებ ისაუბრა.

„არავითარი პრობლემა არ მაქვს, მათი სრულიად მესმის. ძალიან კარგად ვიცნობ გულშემატკივრებს, ისინი მხარს უჭერენ თავიანთ გუნდს და იმედგაცრუებულნი არიან.

ჩვენ, ფეხბურთელებმა და თანამშრომლებმა ეს მოცემულობა უნდა მივიღოთ. გულშემატკივრებს შემიძლია ვუთხრა, რომ ფეხბურთელები ძალისხმევას არ აკლებენ. „ბრენტფორდმა“ ერთხელ დაარტყა კარში და ორი გოლი გაიტანა, ამით ყველაფერი ნათქვამია.

ბედს არ ვუჩივით, მაგრამ ყველაფერი ჩვენს წინააღმდეგ მიდის. ჯადოსნურ ჯოხს ვისურვებდით. მაგრამ ფეხბურთში ასე არ ხდება.“ - ციტირებს ლამპარდის სიტყვებს BBC Sport.

33 ტურის შემდეგ, 39 ქულით „ჩელსი“ სატურნირო ცხრილში მე-11 ადგილზეა.

0.119479