უეფას პრეზიდენტმა, ალექსანდერ ჩეფერინმა, Men In Blazers-თან ინტერვიუში ჩემპიონთა ლიგის ფინალის მომავალთან დაკავშირებით საინტერესო ინფორმაცია გააჟღერა. მისი თქმით, მთავარი ევროტურნირის გადამწყვეტი მატჩები შესაძლოა აშშ-ში ჩატარდეს.
„წლეულს ჩემპიონთა ლიგის ფინალი სტამბოლში გაიმართება, 2024 წელს ლონდონში, 2025-ში მიუნხენში და მერე ვნახოთ. ფეხბურთი ბოლო დროს ძალიან პოპულარულია აშშ-ში. ამერიკელები ევროპული კლუბების თამაშებს ისევე უცქერენ, როგორც ევროპელი გულშემატკივრები NBA-ს მატჩებს.
ეს ძალიან მნიშვნელოვანი, პერსპექტიული ბაზარია მომავლისთვის. შტატებში კომერცია სხვაგვარად გამოიყურება და ამ თვალსაზრისით ამერიკელები უფრო ნიჭიერები არიან ვიდრე ჩვენ ევროპელები.
შოკირებული ვიყავი, როცა შევიტყვე, რომ აშშ-ში ევრო 2020-ის ფინალს მეტმა ადამიანმა უცქირა, ვიდრე NBA-ის ფინალს.“ - დასძენს ჩეფერინი.