ლონდონის მარათონის დასრულებიდან ცოტა ხანში, შინ დაბრუნებისას, შეჯიბრის 45 წლის მონაწილე მამაკაცი გარდაიცვალა. ნოტინგემელი სტივი შანკსი გამოცდილი მორბენალი იყო. მან გარბენი ორ საათში, 53 წუთსა და 26 წამში დაასრულა. მისი დაღუპვის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია და ის სამედიცინო შემოწმების შემდეგ გამოვლინდება.
„ლონდონის მარათონში ჩართული ყველა ადამიანი დაამწუხრა ამ ამბავმა“, - ნათქვამია მარათონის ორგანიზატორთა განცხადებაში.
წლევანდელ მარათონში არნახულად ბევრი მორბენალი მონაწილეობდა, რომელთა უმეტესობა მოყვარულია. ფინიშს 48 ათასზე მეტმა მიაღწია. მამაკაცთა შორის გამარჯვება კენიელმა კელვინ კიპტუმმა მოიპოვა, ვინც ლონდონის მარათონის რეკორდი (2 საათი, ერთი წუთი და 25 წამი) დაამყარა. ქალთა შორის კი ჰოლანდიელმა სიფან ჰასანმა გაიმარჯვა, ვისთვისაც ეს პირველი მარათონი იყო.