ფეხბურთი

0:45 | 27.04.2023 | ნანახია [] - ჯერ

"სიტიმ" "არსენალის" საჩემპიონო ამბიციები გადახაზა

„მანჩესტერ სიტიმ“ ჩემპიონობისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა. პეპ გვარდიოლას გუნდმა 33-ე ტურში ლონდონის „არსენალს“ უმასპინძლა, რომელიც უშანსოდ დაამარცხა და დაამტკიცა, რომ დიდებულ ფორმაშია.

ჯერ „სიტი“ ისევ უკანაა, მაგრამ ძნელი წარმოსადგენია, რომ ჩემპიონი ვერ გახდეს. რატომ? ჩამორჩენა მხოლოდ 2 ქულაა, თუმცა მანჩესტერულ გუნდს ორი თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული!

ბრწყინავდა კევინ დე ბრუინი, რომელმაც მატჩის ბედი პრაქტიკულად მარტომ გადაწყვიტა - ბელგიელმა დუბლი შეასრულა და საგოლე პასი გააკეთა. ერთიც ბოლოს ერლინგ ჰოლანდმა გაიტანა - 4:1. „არსენალმა“ ყველაფერი თავის თავს უნდა დააბრალოს, პრემიერლიგის ბოლო 4 ტურში მხოლოდ 3 ქულა მოიპოვა და „სიტის“ ყველანაირი უპირატესობა მისცა. შედარებისთვის ამ ოთხ ტურში „მანჩესტერ სიტიმ“ 12 ქულა დააგროვა, შესაბამისად, „მეთოფეებთან“ 9 ქულა აღმოფხვრა!

„სიტი“ „არსენალს“ საჩემპიონო ამბიციას რომ უკლავდა, პარალელურად „ჩელსი“ ისევ წვალობდა. ფრენკ ლამპარდის გუნდმა შინ „ბრენტფორდთან“ უშანსოდ 0:2 წააგო. მას შემდეგ, რაც „არისტოკრატებში“ ლამპარდი დაბრუნდა, ეს იყო მეხუთე მარცხი ზედიზედ! ამ ხუთ მატჩში „ჩელსიმ“ ერთადერთი გოლი გაიტანა და 9 გაუშვა. ლონდონური გუნდი 39 ქულით მე-11 ადგილზეა და ევროთასებზე გასვლის არანაირი შანსი არ აქვს.

სამაგიეროდ, ჩემპიონთა ლიგის ზონას უახლოვდება „ლივერპული“, რომელმაც ლონდონში „ვესტ ჰემთან“ რთული გასვლითი თამაში მოიგო - 2:1. იურგენ კლოპის გუნდი 53 ქულით მე-6 ადგილზეა და 6 ქულაშია ჩემპიონთა ლიგის ზონასთან, ფაქტია, „წითლები“ ბოლომდე იბრძოლებენ.

„ჩელსი“ – „ბრენტფორდი“ 0:2 (0:1)

გოლები: 0:1 ასპოლიკუეტა (37, ა.გ), 0:2 მბეუმო (78)

„ვესტ ჰემი“ – „ლივერპული“ 1:2 (1:1)

გოლები: 1:0 პაკეტა (12), 1:1 გაკპო (18), 1:2 მატიპი (67)

„მანჩესტერ სიტი“ – „არსენალი“ 4:1 (2:0)

გოლები: 1:0 დე ბრუინი (54), 2:0 სტოუნსი (45), 3:0 დე ბრუინი (54), 3:1 ჰოლდინგი (86), 4:1 ჰოლანდი (90)

0.113981