ფეხბურთი

22:36 | 26.04.2023 | ნანახია [] - ჯერ

ოთარ კიტეიშვილმა ავსტრიის ჩემპიონატში გოლი გაიტანა, "შტურმმა" მოიგო

ავსტრიის ბუნდესლიგის 27-ე ტურში ოთარ კიტეიშვილის „შტურმმა“ ვენის „აუსტრია“ დაძაბულ ბრძოლაში 3:2 დაამარცხა, ქართველმა ფეხბურთელმა კი გოლი გაიტანა.

„შტურმი“ ორჯერ აგებდა და ტაიმი წააგო კიდეც (1:2), მაგრამ მეორე ნახევარში, ერთწუთიან ინტერვალში სიტუაცია შეიცვალა. 62-ე წუთზე კიტეიშვილმა ანგარიში გაათანაბრა, ერთ წუთში კი გრაცელებმა გამარჯვების გოლი გაიტანეს. ოთარი 74-ე წუთზე შეცვალეს.

ქართველ ფეხბურთელს მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 23 მატჩში 6 გოლი აქვს გატანილი, ერთხელ კი საგოლე პასი გააკეთა. კონკრეტულად ავსტრიის ბუნდესლიგაში მის აქტივში 5 გოლია.

„შტურმი“ საჩემპიონო ჯგუფში მეორე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 7 მაისს, ისევ „აუსტრიას“ შეხვდება, ოღონდ ამჯერად გასვლაზე.

0.138872