ფეხბურთი

20:36 | 26.04.2023 | ნანახია [] - ჯერ

"სამტრედიამ" კონკურენტს მოუგო და ბოლო ადგილს თავი დააღწია

ეროვნული ლიგის მეათე ტური „თელავისა“ და „სამტრედიას“ მატჩით დასრულდა, რომელიც სტუმრებმა დაძაბულ ბრძოლაში 1:0 მოიგეს.

გამარჯვების გოლი მსაჯის მიერ კომპენსირებულ მეექვსე წუთზე აბდულა ხაიბულაევმა გაიტანა და თავის გუნდს ნანატრი გამარჯვება მოაპოვებინა. გოლი „თელავის“ მცველის ნიკოლოზ ნოზაძის შეცდომას მოჰყვა, რომელმაც ბურთს ფეხი ააცილა და ხაიბულაევი მეკარესთან პირისპირ ამის შედეგად დარჩა.

იმერლებმა პირველ ტურში „თელავს“ შინ რომ მოუგეს, მას მერე 9-მატჩიანი მოუგებელი სერია ჰქონდათ, რომელიც შეწყვიტეს. უნდა ითქვას ისიც, რომ სამტრედიელთა მთავარი მწვრთნელის პოსტზე წარმატებული დებიუტი ჰქონდა დიმიტარ კაპინოვსკის.

„სამტრედიამ“ 7 ქულა (აქედან 6 „თელავის“ წინააღმდეგ მოიპოვა) დააგროვა და სატურნირო ცხრილში ბოლოდან მერვე ადგილამდე აღზევდა, ხოლო მომდევნო ტურში „დინამო თბილისს“ შეხვდება. თავის მხრივ, ბოლო პოზიციაზე „თელავი“ დაქვეითდა 6 ქულით, წინ კი „გაგრასთან“ მატჩი აქვს.

„თელავი“ – „სამტრედია“ 0:1 (0:0)

გოლი: 0:1 ხაიბულაევი (90)

0.114373