ფეხბურთი

17:36 | 26.04.2023 | ნანახია [] - ჯერ

"სამგურალმა" ეროვნულ ლიგაში ზედიზედ მეოთხე თამაში მოიგო

საქართველოს ეროვნული ლიგის მეათე ტურში „სამგურალმა“ „გაგრას“ უმასპინძლა, რომელიც დაძაბულ ბრძოლაში 1:0 დაამარცხა და ზედიზედ მეოთხე გამარჯვება მოიპოვა.

გიორგი ჭელიძის გუნდი უპირატესობას ფლობდა, შესაბამისად, შედეგიც ლოგიკურია. იმერლებს დაწინაურება ჯერ კიდე მე-19 წუთზე შეეძლოთ, მაგრამ გიორგი ნიქაბაძემ პენალტი კარს ააცილა.

წყალტუბოელთა შემტევმა დაშვებული შეცდომა 78-ე წუთზე გამოასწორა, როდესაც უკვე თამაშიდან გაიტანა და მატჩის ბედი გადაწყვიტა.

„სამგურალმა“ 19 ქულა დააგროვა და მესამე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი „შუქურას“ ეთამაშება, ხოლო „გაგრა“ 8 ქულით მეშვიდე პოზიციაზეა და წინ „თელავთან“ მატჩი ელოდება.

„სამგურალი“ – „გაგრა“ 1:0 (0:0)

გოლი: 1:0 ნიქაბაძე (78)

0.186096