ავტოსპორტი

1:00 | 26.04.2023 | ნანახია [] - ჯერ

ამ სეზონში პილოტებს ერთით მეტი ძალური დანადგარის გამოყენების უფლება მიეცათ

ფორმულა 1-ის მსოფლიო ჩემპიონატის განმავლობაში, პილოტებს ერთით მეტი ძალური დანადგარის გამოყენების უფლება მიეცათ. ამგვარად, ყოველ მათგანს სამის ნაცვლად, ოთხი ძალური დანადგარის და მისი კომპონენტების ჯარიმის გარეშე გამოყენების შესაძლებლობა მიეცემათ.

ფ1-მა ასეთი გადაწყვეტილება იმის გამო მიიღო, რომ რამდენიმე პილოტმა პირველ სამ რბოლაში უკვე დაიწყო სათადარიგო, ლიმიტირებული კომპონენტების გამოყენება. მაგალითად, „ფერარის“ ორივე პილოტი უკვე მეორე შიდაწვის ძრავს იყენებს. ამასთან, შარლ ლეკლერის მანქანაზე მეორე MGU-H დააყენეს.

ნიკ დე ფრისის „ალფატაური“ უკვე აღიჭურვა სრულიად ახალი ძალური დანადგარით. იგივე სიტუაციაა „მაკლარენის“ ლანდო ნორისის შემთხვევაშიც. სავარაუდოდ, ბაქოს რბოლაში ახალ ძალურ დანადგარს ჯორჯ რასელიც მიიღებს. ერთადერთი გუნდი, რომლის მანქანებზეც ძალური დანადგარების არცერთი კომპონენტი არ შეუცვლიათ.

0.117674