სხვა

21:35 | 25.04.2023 | ნანახია [] - ჯერ

ლერი ხაბელოვი ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩს საქართველოში პეტრ მიკისკას შეხვდა

საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში სტუმრად იმყოფებოდა ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში პეტრ მიკისკა, რომელსაც უმასპინძლა სეოკ-ის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა.

შეხვედრას ესწრებოდნენ სეოკ-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ელგუჯა ბერიშვილი, გენერალური მდივანი ემზარ ზენაიშვილი და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი რუსუდან აფციაური.

შეხვედრაზე ისაუბრეს ოლიმპიური სპორტის აქტუალურ საკითხებზე, მომავალ ოლიმპიურ შეჯიბრებებზე, მათ შორის - პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე. სტუმარი დაინტერესდა ქართველ სპორტსმენთა წარმატებებით, საოლიმპიადო გეგმებით, მიმდინარე ოლიმპიური პროგრამებით.

სეოკ-ის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ელჩს სტუმრობისთვის, მიაწოდა ინფორმაცია ჩვენი სპორტის ოლიმპიურ მიღწევებზე, პარიზის ოლიმპიადისთვის მზადების მიმდინარეობაზე, წარმატებულ სპორტის სახეობებზე და სპორტსმენებზე, ასევე 2025 წელს ბაკურიანში გასამართ ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე.

თავის მხრივ, ბატონმა მიკისკამ წარმატებები უსურვა ჩვენს სპორტსმენებს მომავალ მნიშვნელოვან შეჯიბრებებზე.

GEONOC.ORG.GE

0.112508