ლონდონის „ტოტენჰემის“ ფეხბურთელებმა „ნიუკასლ იუნაიტედთან“ მარცხის (1:6) გამო გულშემატკივრებს ბოდიში მოუხადეს.
ინგლისური გუნდის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ფეხბურთელები იმ ქომაგებს, რომლებიც „ნიუკასლთან“ საგარეო მატჩს დაესწრნენ, ბილეთების საფასურს სრულად აუნაზღაურებენ.
„ვიცით, რომ ეს არ არის საკმარისი იმ ყველაფრის ასანაზღაურებლად, რაც ნიუკასლში მოხდა, მაგრამ ვეცდებით, რომ ყველაფერი „მანჩესტერთან“ ხუთშაბათის“ მატჩში გამოვასწოროთ“, - აღნიშნულია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ „ტოტენჰემიდან“ ანტონიო კონტე დაახლოებით ერთი თვის წინ წავიდა, გუშინ კი დროებითი მწვრთნელი კრისტიან სტელინი დაითხოვეს. „დეზებს“ სეზონის ბოლომდე რაიან მეისონი გაწვრთნით.