ფეხბურთი

16:50 | 25.04.2023 | ნანახია [] - ჯერ

ალეგრის ასისტენტი სპალეტის ეჩხუბა: "მელოტო, შენს გულს შევჭამ!"

„იუვენტუსის“ მთავარი მწვრთნელის მასიმილიანო ალეგრის ასისტენტმა მარკო ლანდუჩიმ „ნაპოლის“ მთავარ მწვრთნელ ლუჩანო სპალეტისთან იკამათა და მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

La Stampa-ს ინფორმაციით, მატჩის მიწურულს ლანდუჩი მსაჯების გადაწყვეტილებით ძალიან უკმაყოფილო იყო და გასახდელში სპალეტის დაუპირისპირდა:

„მელოტო განავალო, შენს გულს შევჭამ“, - უთხრა მან „აძურის“ თავკაცს. Lega calcio-ს სადისციპლინო კომიტეტი მომხდარ ინციდენტს გამოიძიებს და დიდი ალბათობით, ლანდუჩი დისკვალიფიკაციით დაისჯება.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლიმ“ „იუვენტუსი“ ჯაკომო რასპადორის გოლით 1:0 დაამარცხა და ჩემპიონობისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა.

0.112626