Pazzi di Fanta-ს ცნობით, „მილანის“ შვედი თავდამსხმელი, ზლატან იბრაჰიმოვიჩი ვარჯიშზე დაშავდა.
წყაროს ცნობით, ერთ მომენტში ზლატანმა ტკივილი იგრძნო და ვარჯიში დატოვა. შესაძლებელია, შვედმა ვარსკვლავმა ამ სეზონში ვეღარ ითამაშოს. უფრო ზუსტი ინფორმაცია სამედიცინო შემოწმების შემდეგ გაცხადდება.
შეგახსენებთ, იბრაჰიმოვიჩი „მილანში" 2020 წლიდან თამაშობს. თავდამსხმელს კლუბთან კონტრაქტი 2023 წლამდე აკავშირებს. მიმდინარე სეზონში ზლატანმა იტალიის ჩემპიონატში „მილანის“ მაისურით ოთხი მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა.
ამ დროისთვის, „მილანი" სერია A-ს სატურნირო ცხრილში მეოთხე ადგილზეა და აქტივში 56 ქულა აქვს. ლიდერი კი 78-ქულიანი „ნაპოლია.“