ფეხბურთი

1:24 | 25.04.2023 | ნანახია [] - ჯერ

ფრანჩესკო ტოტი: "კვარაცხელია ყოველთვის მცველს უტევს, სერია A-ში ასეთის პოვნა ძნელია"

ლეგენდარულმა ფეხბურთელმა ფრანჩესკო ტოტიმ ტელეკომპანია DAZN-თან კომენტარი „ნაპოლის“ შესახებ გააკეთა, როგორც მან თქვა, კლუბის ყველა წევრი წარმოუდგენელი სეზონისთვის შექებას იმსახურებს.

„სეზონის წინ არ მეგონა „ნაპოლი“ ბოლომდე ასე თუ ითამაშებდა, მაგრამ მათ ყველა დახოცეს და „ნაპოლის“ მსგავსი გუნდი იტალიაში წელს არ ყოფილა. ტაშს იმსახურებს გუნდი, მწვრთნელი და კლუბის ხელმძღვანელობა წარმოუდგენელი სეზონისთვის.

ლეაუ და კვარა? ორი აბსოლუტურად განსხვავებული ფეხბურთელია: ლეაუ ფიზიკურად ძლიერი და სწრაფია, კვარა ტექნიკურია, ყოველთვის მცველზეა მიმართული, იტალიის ჩემპიონატში ასეთი ფეხბურთელის პოვნა ძნელია“, - თქვა ტოტიმ.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლის“ სკუდეტოს მოგება მომდევნო ტურშივე შეუძლია თუ საკუთარ მოედანზე „სალერნიტანას“ დაამარცხებს, ხოლო „ლაციოს“ სტუმრად „ინტერთან“ ვერ გაიმარჯვებს. „აძური“ იტალიის ჩემპიონი ისტორიაში ორჯერ იყო, 1987 და 1990 წლებში.

0.123952