ფეხბურთი

21:33 | 24.04.2023 | ნანახია [] - ჯერ

იტალიური მედია: "ნაპოლის" "სალერნიტანასთან" მატჩის თარიღის შეცვლაზე უარი უთხრეს

ნეაპოლის მერიას „ნაპოლისა“ და „სალერნიტანას“ მატჩის ერთი დღით გადატანა სურდა, რის გამოც იტალიის სერია A-ს ხელმძღვანელობას მიმართა.

თუმცა, ნეაპოლელებს ამის შესახებ უარი უთხრეს. იტალიური მედიის ცნობით, Lega Calcio მჭიდრო გრაფიკის გამო თამაშის თარიღს ვერ შეცვლის. „ნაპოლიმ“ „სალერნიტანასთან“ 29 აპრილს უნდა ითამაშოს, 3 დღის მერე კი „უდინეზეს“ ესტუმრება. ვინაიდან ამ ორ თამაშს შორის მხოლოდ 3-დღიანი სხვაობაა, სალერნოელებთან მატჩის კვირისთვის გადატანა შეუძლებელია.

საქმე ისაა, რომ „ნაპოლი“ „სალერნიტანასთან“ გამარჯვებისა და „ლაციოს“ „ინტერთან“ ფეხის დაცდენის შემთხვევაში (ფრე ან წაგება), ჩემპიონი ხდება. „ლაციო“ კი კვირას ითამაშებს. ნეაპოლში სურდათ, რომ ეს ორი თამაში პარალელურად გამართულიყო, მაგრამ როგორც ჩანს, ამ მოთხოვნას არ დაუკმაყოფილებენ.

0.113028