მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ „ბარსელონაში“ ლიონელ მესის შესაძლო დაბრუნებაზე კომენტარი გააკეთა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, ეს ესპანეთის ჩემპიონატისთვის ძალიან კარგი იქნება.
„მესის შეუძლია ის გააკეთოს რაც უნდა, „ბარსელონასაც“, ეს ჩემთვის პრობლემა არ არის. მომწონს მესი, როგორც ფეხბურთელი, მისი დაბრუნება შეიძლება შესანიშნავი იყოს ესპანეთის ლიგისთვის“, - თქვა იტალიელმა სპეციალისტმა.
შეგახსენებთ, რომ ლიონელ მესის „პარი სენ ჟერმენთან“ კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება, ბოლო დროს კი „ბარსელონაში“ მის დაბრუნებაზე აქტიურად საუბრობენ.